ჩვენ გვაქვს ომის დამნაშავის, პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანში რეჟიმთან და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან, მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა, - განაცხადა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა FOX NEW-თან ინტერვიუში.
„ჩვენ, ყველანი, კონგრესში ერთად ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იყო გაყალბებული არჩევნები და დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი სწორად იყო საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩანაცვლდა პუტინის მარიონეტით. მე მოვიწვიე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სტუმრად დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე“, – აღნიშნა უილსონმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ჩვენ გვაქვს ომის დამნაშავის, პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანში რეჟიმთან და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან, მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა უილსონმა.