ბათუმში მომღერალ ნუცა ბუზალაძის საახალწლო კონცერტზე საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ.
მათ თან ჰქონდათ თბილისის აქციებზე სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტოები.
ისინი ასევე სკანდირებდნენ: „სირცხვილო", „სირცხვილო".
„ყოჩაღ, ძალიან მომწონს თქვენი გამოსვლა. სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად, სირცხვილო თქვენ. თუ გგონიათ, რომ ამითი ჩემს კონცერტს დღეს ჩაშლით და ახალ წელს წაგვართმევთ, ძალიან ცდებით. ასე რომ, თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ. თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ, შეგერგოთ!"". - თქვა ბუზალაძემ სცენიდან.
ნუცა ბუზალაძემ ახალციხეში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთის ბიუჯეტიდან 18 000 ლარი მიიღო. ის მონაწილეობს „ოცნების" სხვა ღონისძიებებშიც.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"