რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალ მრჩეველს მაიკ უოლს საქართველოსთან დაკავშირებით ესაუბრა. ამის შესახებ უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
"მადლიერი ვარ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩვენს მომავალ მრჩეველთან, მაიკ უოლცთან შეხვედრისა და საქართველოს ავტორიტარულ ხელში ჩაგდებისა იმ საფრთხეებზე მსჯელობის გამო, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიო მასშტაბით თავისუფლებას უქადის. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას მშვიდობისთვის, ძლიერების გზით" , - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.