უკრაინა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ემზადება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„წელს ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ კიდევ მეტი ქვეყანა ჩვენს სანდო პარტნიორებს. კონკრფეტულად, სირია.
ჩვენ ვემზადებით სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთქმედებებისთვის... ასევე გავზრდით ვაჭრობას ლიბანთან.
ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ 400 მილიონი დოლარის ღიორებულების სოფლის მეურნეობის ექსპორტი ამ ქვეყანასთან. და ჩვენ ვემზადებით სულ მცირე გაორმაგებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს „მნიშვნელოვნად შეასუსტებს რუსეთის ექსპანსიონიზმს, რომელიც წლების განმავლობაში იყენებს სირიის ტერიტორიას, მის რესურსებს და ხალხს, როგორც პლაცდარმს ახლო აღმოსავლეთში დესტრუქციული გავლენის გასავრცელებლად“.
„შეგახსენებთ, რომ სწორედ მოსკოვმა აიძულა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი უკანონოდ ეღიარებინა ყირიმის ანექსია და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების დროებითი ოკუპაცია, რამაც აიძულა უკრაინა 2022 წელს გაეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ასადის კრიმინალურ რეჟიმთან“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.