უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის გავლით ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია
„25 წელზე მეტი წლის წინ, როდესაც პუტინს ძალაუფლება აჩუქეს, ყოველდღიურად, უკრაინის გავლით რუსული გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს, დღეს რუსული გაზის ტრანზიტის მაჩვენებელი ნულია. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებისა და პარტნიორების ცინიკური შანტაჟის შედეგად, მოსკოვმა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი დაკარგა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი ასევე იმედს ამყარებს ევროპაში ამერიკული ბუნებრივი აირის გაზრდილ მიწოდებაზე, რაც მისი თქმით, "პრეზიდენტ ტრამპს უკვე ნახსენები აქვს".
"რაც უფრო მეტი ბუნებრივი აირია ხელმისაწვდომი ბაზარზე ევროპის ნამდვილი პარტნიორებისგან, მით უფრო მალე გაქრება რუსეთზე ევროპის დამოკიდებულების დარჩენილი შედეგები". - წერს ზელენსკი.