მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა - წერს ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში.
"მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ქართულმა საზოგადოებამ თავისით უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ, როგორც მედიატორებმა და რაც მალე, მით უკეთესი", - აცხადებს ევროპარლამენტარი.