20 იანვარს, ფილიპინების დროშით მცურავ მშრალტვირთმზიდ გემ "MOHAVE MAIDEN"-ის კაპიტანმა, ფილიპინების მოქალაქემ ლეონარდო მ. ატიენზამ-მ ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანი 68 ლარის და 46 თეთრის ოდენობით აანაზღაურა.
როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია იუწყება, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის თანამშრომლებისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, მავნე ნივთიერებით ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ბათუმის პორტის 9 ნავმისადგომთან, ფილიპინების დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "MOHAVE MAIDEN"-ი 17 იანვარს გამოავლინეს.