რუსთაველის გამზირზე გზა "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამეს" აქციის მონაწილეები გიგანტურ საახალწლო სუფრას შლიან.
აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.
როგორც იუწყებიან, 12:00 საათზე აქციის მონაწილეებს შეუერთდება და მათ სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პროევროპული აქციის მონაწილეები თვეზე მეტია თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში გამოდიან მოწოდებით, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
ფოტო: სალომე ბარკერი