გარდაიცვალა ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს
"დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო დაუერთდება მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების მწუხარებას.