ხორვატიაში, Ipsosის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური სოციალ-დემოკრატების პარტიის მემარცხენე კანდიდატი, ზორან მილანოვიჩი იმარჯვებს.
შესაბამისად, იგი, სავარაუდოდ, ქვეყნის პრეზიდენტობას მეორე ვადით გააგრძელებს. თავდაპირველად იგი თანამდებობაზე 2020 წელს აირჩიეს.
შედეგების მიხედვით, მილანოვიჩი ხმების 51.5%-ით ლიდერობს, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, დრაგან პრიმორაკს, რომელიც მეცნიერების ყოფილი მინისტრია და მას მმართველი პარტია "ხორვატიის დემოკრატიული კავშირი" უჭერს მხარს, ხმების 19.29% აქვს.
პრეზიდენტის როლი ხორვატიაში ძირითადად საცერემონიო ხასიათს ატარებს, რადგან სახელმწიფოს მეთაურს არ შეუძლია ვეტოს დადება კანონებზე, მაგრამ აქვს თავისი სიტყვა საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.