დროა, მთავრობამ განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში.
"ვაქებ სალომე ზურაბიშვილს, მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლიდერობისთვის და საქართველოს ევროპული კურსისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის.
უკვე 1 თვეა, ძალადობისა და დაშინების მიუხედავად, ქართველი ხალხი მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩებში.
არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია უგულებელყოს მათი მოწოდება. ეუთო/ოდირმა დაადასტურა სერიოზული დარღვევები არჩევნებზე და სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა. დადგა დრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა, შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა", - წერს ველდკამპი.