საბურთალოს ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. გამოძიების ინფორაციით, ჯერ ჯერობით დაუდგენელი პირი საბურთალოს ქუჩის #32-ში მდებარე ჯიხურს თავს დაესხა და იარაღის მუქარით მოლარეს თანხა გამოსძალა.
თვითმხილველთა თქმით, მძარცველი 25 წლამდე ასაკის მამაკაცია. მან მოლარეს თავდაპირველად სიგარეტი სთხოვა, შემდეგ კი იარაღით დაემუქრა. მძარცველმა ჯიხურიდან დაახლოებით 300 ლარი წაიღო და მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საქმე "ყაჩაღობის" მუხლითაა აღძრული.