დამალული, შინაურული ინაუგურაცია ექნებათ, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან მიხეილ ყაველაშვილის არაღიარების საკითხი არა ერთი ადამიანის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.
"წარმომიდგენია, თავის წრეში დამალული, შინაურული ინაუგურაცია ექნებათ. სინამდვილეში, ეს ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ე. წ. პრეზიდენტი, რომელიც, ფაქტობრივად, რომელსაც უნდა შეესრულებინა ხიდის როლი ამ ძალიან რთულ პერიოდში, უბრალოდ, კაბინეტიდან ვერ გამოვა და რესურსი არ ექნება რამდენიმე მეზობლის გარდა, რომ აიღოს ტელეფონი და თავის კოლეგას დაელაპარაკოს, იმიტომ, რომ მას არავინ აღიარებს. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ადამიანის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა", - განაცხადა გახარიამ.