პრემიერს ვუთხარი, უნდა იყოთ ფხიზლად, რომ რაღაცეები არ გააკეთოთ შეცდომებით - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ "იმედთან" ინტერვიუში.
რუხაძემ ინტერვიუში ირაკლი კობახიძესა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრისას მიმდინარე საუბრის დეტალებზე ილაპარაკა.
"ბევრი რაღაც არის, რომელზეც ამ ისტორიაში შეიძლება იკამათო, მაგრამ ამ ფუნდამენტური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მჯერა და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი სხვა რაღაც, რაც მოჰყვა, უკვე სხვანაირად აღიქმება. შეიძლება შენ თქვა, რომ რაღაცები არასწორად გააკეთა მთავრობამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ შეიძლება იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ ამ სიტუაციაში, როგორ დავიფარო და ეგზისტენციალური საშიშროებიდან როგორ გამოვიყვანო ჩემი ქვეყანა, შეიძლება, რაღაცები აეჭრათ და აებნათ, ეს ვთქვი მე იქ და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ასეთი რთული პიარ სამუშაო გაქვს, რომ ეს, რაც ახლა მე ვთქვი, ეს მოჰყვე და მოჰყვე ისე, რომ დიდმა ნაწილმა უნდა დაგიჯეროს შენი მოსახლეობას, მეთქი, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომით, მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, რომლის 1 საათში შეცვლაც გიწევს, ახსნა, და ამდენი ხანია უკვე, იმ განცხადებაში რა თქვა პრემიერმა, იმას ვისმენთ, არ შეიძლება ეს.
უკვე იმდენად დაძაბული და იმდენად რთული სიტუაციაა, იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფხიზლად, ეს ვთქვი ერთი და მეორე, ვთქვი, რომ მე თუ მკითხავთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა, იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე და შეიძლება, ფანტასტიკური კანდიდატია როგორც პრეზიდენტი და იმედი გვაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს და ბედნიერები ვიქნებით 4-5 წლის მერე, რომ ეს კაცი იყო არჩეული, შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, რომ უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით, ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე ხალხის ძალა. ესეც ვთქვი. როცა ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინ ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას გააკეთებს და როგორ გააკეთებს", - თქვა ირაკლი რუხაძემ.