Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ალიევი ბაქოში დაბრუნდა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ვლადიმiრ პუტინს დაურეკა და შეატყობინა, რომ ავიაკატასტროფის გამო დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
ყაზახეთში, ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. თვითმფრინავმა კატასტროფა ქალქ აქტაუში განიცადა, სადაც ის ნისლის გამო გადამისამართდა.
ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, 28 გადარჩა.