დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს დარბაზი "ასპრია" "ნიღბიანი პირები შევარდნენ. იტყობინება ტელეკომპანია "პირველი".
ტელეკომპანიის ცნობით, ამის შესახებ მათ ადგილიდან თვითმხილველებმა აცნობეს.
"დაახლოებით 100-მდე ადამიანი ადგილზე კონკრეტულს პირს, გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იგინებოდა. მოქალაქეებს, ვინც ამ ფაქტის გადაღებას ტელეფონით ცდილობდა, ფიზიკურად უსწორდებიან.
"პირველებმა" მოიპოვა ფოტო რომელიც "ასპრიას" ტერიტორიაზეა გადაღებული. კადრში ჩანს ათობით ნიღბიანი პირი.
გიორგი უბულავა ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრია. მისი სახელი ნიღბიანების ორგანიზებულ არაერთ თავდასხმას უკავშირდება", - ნათქვამია ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.