აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები ჩემს შეფასებებში და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქციები, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული არ არის დამაზიანებელი,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
"აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები ჩემს შეფასებებში და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქციები, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული არ არის დამაზიანებელი, მათ შორის, ეკონომიკური პროცესებისთვის, რადგან ეს ზოგადად ქვეყნის რეპუტაციის შემლახველია და სამწუხარო ფაქტია ნამდვილად.
თუმცა, მე არა თუ იმედი მაქვს, ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას". - თქვა ლევან დავითაშვილმა.