"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაატარებს თავისი ქვეყნის ინტერსს.
"ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი - იმიტომ რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის რა თქმა უნდა გაატარეს ამერიკის ინტერესს, ისევე როგორც ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩვენს გასაკეთებელს აქ, ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართული ოცნების" აღმასრულებემა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: "ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე".