კრიზისი აღარ ითმენს. საზოგადოებას მშვიდობის გასაღები უნდა მივცეთ. შევხვდეთ ამ კვირაში, 29-მდე, რაღას გადავდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„რჩება ორი გამოსავალი. ერთი არის, მივაღწიოთ ამ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რომელიც აღადგენს ნდობას ამომრჩევლების, რადგან სხვანაირად აზრი არ ექნება. მივაღწიოთ მმართველ გუნდთან შეთანხმებას იმაზე, რომ შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებულ პირობებზე ჩატარდება არჩევნები.
დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების ცალკეულ პიროვნებებთან. ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორი და იმასთან, ვინც მონაწილე იყვნენ არჩევნებში, და ვინც აკვირდებოდა და ზუსტად იცის, რა პირობები და როგორ იყო დარღვევები. მეორე მხარეს კი ივანიშვილი და მისი პარტიის წარმომადგენლები. პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს არა უშავს. ეს კრიზისი აღარ ითმენს. საზოგადოებას მშვიდობის გასაღები უნდა მივცეთ. შევხვდეთ ამ კვირაში, 29-მდე, რაღას გადავდოთ. მე მზად ვარ", - ამბობს პრეზიდენტი.