ოთხი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას უერთდებიან.
მათი თქმით, ახალი არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს, პირობებზე შეთანხმება კი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეშვეობით უნდა მოხდეს.
"ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოო დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი საქართველოში. არ არსებობს არც ერთ კომპონენტი, რომლითაც შეიძლება, ეს არჩევნები რაიმენაირად ჩაითვალოს ჩატარებულად.
ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. ჩვენ მზად ვართ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება", - თქვა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.