ნიუ იორკის მეტროში უცნობმა კაცმა ერთ-ერთ მგზავრს ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე დაიღუპა. იუწყება CNN
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის თქმით, ქალი, რომლის იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, უმოძრაოდ იჯდა მატარებელში, როდესაც უცნობი მამაკაცი მას მიუახლოვდა და სანთებელიით ტანსაცმელზე ცეცხლი წაუკიდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი და მსხვერპლი ერთმანეთს სავარაუდოდ არ იცნობდნენ.
პოლიციელებმა ცეცხლმაქრების გამოყენებით ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ქალი ადგილზე დაღუპული დახვდათ. პოლიციამ ეჭვმიტანილი მოგვიანებით დააკავა, როდესაც იგი მეტროთი მგზავრობდა. ის გვატემალელია. ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობი რჩება.