მე მინდა, ახლა გითხრათ, რას გავაკეთებთ. პირველ რიგში, მე რას გავაკეთებ. მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე ფიცი ექვსი წლის წინ დავდე. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს მიმართა
"მე ვიქნები ერთგული, იმ ქართული ჯარის, ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ.
ასევე, ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს, გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არა ვარ ყველასი პრეზიდენტი, ვარ და ვიქნები.
ხვალ საღამოს სასახლიდან, იქ ჩავწერ სრულ სიტყვას რადგანაც აქ არამხოლოდ სცენა დამიპატიმრეს, არამედ, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს", - თქვა ზურაბიშვილმა.