რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ხუთ რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
რუსმა სამხედროების მტკიცებით, გასული ღამის განმავლობაში 42 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 დრონი ორიოლის რეგიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, რვა უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვისა და ბრიანსკის ოლქებში, ხუთი კურსკის ოლქში და ერთი კრასნოდარის ტერიტორიაზე.
მანამდე ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ანდეი კლიჩკოვმა დაწერა, რომ სოფელ სტალნოი კონში კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს ნავთობის საცავს, გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს.
როსტოვის ოლქში, რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, დრონები ჩამოაგდეს ტაგანროგისა და ნოვოშახტინსკის მახლობლად, სადაც ასევე არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
როსტოვის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ქალაქის თავზე აფეთქებები ისმოდა
დაღუპულების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.