ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა.
ამის შესახებ უილსონი სოციალურ ქსელში წერს. როგორც უილსონი წერს, სწორედ სალომე ზურაბიშვილია ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია, ხოლო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ახალი არჩევნებია.
"კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. მე მას ვეთანხმები - საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს", - წერს უილსონი.