"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დროს რუსული კანონი და მასში შესატანი ცვლილებები არ განუხილავს.
„ორადორ საკითხზე შეიძლება იყოს დღეს საქართველოში მსჯელობა. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხაზს ვუსვამ, სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული ადამიანების უპირობოდ გათავისუფლება. მეორე არის ახალი არჩევნების ჩატარება ახალი წესებით, პირობებით და ნეიტრალური სამართალდამცავი ორგანოებით. სხვა ყველა საკითხი არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. საიდან შემოიტანა ამ ადამიანმა ეს საკითხი, ჩემთვის უცნობია, რადგან ჩვენს შეხვედრაზე ეს არ უხსენებია", - ამბობს გიორგი ვაშაძე.