აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9-12 იანვარს იტალიას ეწვევა.
ვიზიტისას ბაიდენი რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდება. ასევე მოლაპარაკებებს გამართავს იტალიის პრეზიდენტ მატარელასთან და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტის და მის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარი მიზანი ამერიკულ-იტალიური ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაა. ბაიდენი მელონისთან შეხვედრაზე მსოფლიოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც მიმოიხილავს.