უსამართლობის ხარისხი, რასაც ლიეტუვა ავლენს კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვისაა“ დამახასიათებელი, ნებისმიერ ჩვენგანს ისე დაასანქცირებენ, როგორც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დასჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ოდესმე არათუ რაიმე შეგვეშალა, არამედ პირიქით, საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში 90-წლებიდან მოყოლებული. ჩვენ არცერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რაც მათ ინტერესებს უპირისპირდება. ეს არ გაგვიკეთებია არც ეკონომიკურ, არც პოლიტიკურ და არც სხვა ნებისმიერ ასპარეზზე. მათი ასეთი გამოვლინება და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მათ შორის უზენაესი სასამართლოს წევრის მიმართ არის ეთიკური ნორმების დარღვევა.
უსამართლობის ეს ხარისხი, რასაც ამ შემთხვევაში ლიეტუვა ავლენს, დამახასიათებელია მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, მათი პოლიტიკური შინაარსისთვის. მათ უჭერენ მხარს და გინდ შალვა თადუმაძეს და გინდ ნებისმიერ ჩვენგანს მოიხსენიებენ ან დაასანქცირებენ ისე, როგორც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” დასჭირდება. აქ არავითარი ურთიერთობის თემა არ ფიგურირებს და არ განიხილება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.