მაქვს,ინფორმაცია რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რუსი ინსტრუქტორები სხედან, - ამის შესახებ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„მე ინფორმაცია მაქვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რუსი ინსტრუქტორები სხედან, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს იძლევიან და პატაკს იბარებენ. მათ შორის, თქვენი რესპოდენტები ჰყვებიან, რომ სურათებს უღებენ და სადღაც გზავნიან. ისინი ყველა დაზარალებულს ფოტოს უღებენ და სუს-ში აგზავნიან, სადაც რუსი ინსტრუქტორები პატაკს იბარებენ [...] მე გეუბნებით, რომ სუს-ის შენობაში ეფ-ეს- ბეს აგენტურა ზის და იქიდან დავალებებს იძლევიან”, - თქვა ხაბეიშვილმა.