უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CBN News-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
„ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ამაზე ასე ცოტა? რას აკეთებს ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით? ეს სუსტი ქმედებებია. საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ეს საქართველოს მკვდარი ნაწილებია. რუსეთი ამას განზრახ აკეთებს, ცდილობს გაყინოს.
საქართველოში, რომელიც გუშინ იყო თავისუფალი, დემოკრატიული, დღეს მთელი ძალაუფლება ხელში აქვთ ოლიგარქებს. ყველა მაღალჩინოსანს აქვს ბიზნესები, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოსკოვთან, მოსკოვის ენერგეტიკასთან და ა.შ. საქართველოში ოფიციალურად მთავრობა საუბრობს ევროკავშირის, დასავლეთის რამდენიმე წლით გადადებაზე. დღეს ისინი სრულიად, სრულიად რუსეთისა და მათი ლიდერების მანიპულაციის ქვეშ არიან. ვფიქრობ, რომ აშშ და ევროკავშირი არ იღებენ საკმარისად ძლიერ ზომებს. ისინი არ აყენებენ რუსეთს იმ ადგილას, სადაც ის იმსახურებს ყოფნას.
"ის ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები, ყველა ის სტუდენტი, რომელიც გარეთ გადის, პოლიცია ცდილობს მათი პროტესტის ჩახშობას.მათ არაფერი აქვთ ხელში, რომ რაიმე გააკეთონ. ერთადერთი, რაც მათ აქვთ, არის ძლიერი სურვილი, რომ იცხოვრონ მშვიდობიან, ევროპულ ქვეყანაში.
აი, რა ხდება დღეს საქართველოში. რა ძლიერი ნაბიჯები გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა? რა ძლიერი ზომები მიიღეს ევროპულმა ქვეყნებმა? მე, პირადად, ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა ზელენსკიმ.