"ქართული ოცნების" მხრიდან ძალადობრივი დარბევა მიუღებელია, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი X-ზე წერს .
"ახლახანს თბილისში ჩამოვედი ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამოსახატავად. "ქართული ოცნების" მხრიდან ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ხოლო ევროპა - საქართველოა. ამ არსებით ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი შეცვლის", - წერს გეტბერგი.