შსს-ში100-ზე მეტი გათავისუფლების განცხადებაა დაწერილი, რომელსაც უბრალოდ არ აკმაყოფილებენ - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა "რეაქციის" ეთერში განაცხადა.
“ახლა რაც ხდება, ამის აღდგენას დასჭირდება წლები. დაზუსტებით ვიცი, რომ [შსს-ში] 100-ზე მეტი [გათავისუფლების] განცხადებაა დაწერილი, რომელსაც უბრალოდ არ აკმაყოფილებენ.
ამ სისტემის ბოლომდე რეფორმირება ვერც ერთხელ ვერ შევძელით. პირველი, რაც არჩევნების შემდეგ უნდა გაკეთდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად დეპოლიტიზირებული უნდა იყოს”, - განაცხადა გახარიამ.