„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მასთან სახლში მივიდნენ და გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით უწყება დაუტოვეს.
გიორგი ვაშაძემ ფეისბუქლაივში განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ვაშაძე ამბობს, რომ კრიმინალური პოლიცია ნამდვილ კრიმინალს უნდა ებრძოდეს.
„მოვიდნენ, რაღაც უწყება უნდა გადმოგცეთო. მეგობრებო, ვიბრძვით ბოლომდე, ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ადამიანებს ყველას საჯაროდ ექნებათ ბოდიში მოსახდელი იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ყველა ახალგაზრდას, ყველას უფლებას დავიცავთ და ყველანი ვიქნებით ერთიანი, რეჟიმი სუსტდება, რეჟიმი მარტივად დასამარცხებელია, წინ ერთიანობით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, საპროტესტო მუხტი არ გაჩერდება და დღესაც რუსტაველზე იდგება:
დღეს, ტრადიციულად ვიკრიბებით რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე და ჩვენ აუცილებლად გამარჯვებას მივაღწევთ, რაც არ უნდა ესე 37 წელივით ესე სახლებში მოგვადგნენ და კარებზე გვადგებოდნენ ვერაფერს ვერ იზამენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიბრძოლოთ ყველამ ერთად გამარჯვებისთვის და დარწმუნებული ვარ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
სამწუხაროა, რომ კრიმინალური პოლიცია ნამდვილ კრიმინალებს არ ებრძვის. სამწუხაროა, რომ კრიმინალური პოლიცია ებრძვის მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებს..."- თქვა მან.