ის, რასაც ასაღებდნენ საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით აღმოჩნდა ტყუილი, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
“გრძელდება ქართული ოცნების საერთაშორისო იზოლაცია. გუშინ პარიზში იყო ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიშანსვეტის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის, გახსნის ცერემონიალი, სადაც არალეგიტიმური ქართული ოცნება მიწვეული არ იყო. იქ იმყოფებოდა ლეგიტიმური პრეზიდენტი.
ის ტყუილები, რასაც ასაღებდნენ საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით ასევე აღმოჩნდა ტყუილი. არჩეული პრეზიდენტი ტრამპი უკვე უკავშირდება რეგიონის ლიდერებს, ის უკვე ელაპარაკა ტელეფონით რეგიონის რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერს. არანაირი კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს არ ჰქონია, - განაცხადაგია ჯაფარიძემ.