"მოძალადე რეჟიმის უკანონო თარეში გრძელდება. ყველგან პოლიცია, არსად სამართალი. რა ჰქვია ამ რეჟიმს? ტრიუკების, ტყუილის, სიძულვილისა და ძალადობის რეჟიმი. ამ რეჟიმის ხელწერაა უკანონო ტრიუკებით არჩევნების მოგება, - წერს მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია.
"გარეჯი საქართველოა!” და ორი წესიერი ადამიანის: ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაპატიმრება. ვაპატიეთ. ახლა ვიმკით. არჩევნების შემდეგ გარეჯი აღარ უხსენებიათ.
ამ რეჟიმის ტყუილებს რა ჩამოთვლის. მათი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. გავიხსენოთ და ყველას გავახსენოთ, მით უფრო ოცნების დარჩენილ მომხრეებს, კიდევ ერთხელ როგორ მოატყუეს.
გავიხსენოთ რამ გამოიწვია უსამართლო არჩევნების შემდეგ ხალხის გამწარება - მორიგმა მოღალატეობრივმა ტყუილმა: არჩევნების წინ - "ღირსებით ევროპაში", - არჩევნების შემდეგ კი, ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ევროპული მისწრაფების ხელყოფა, კონსტიტუციის ხელყოფა, პრემიერად წოდებული კობახიძის პირით გაჟღერებული.
ხალხის რეაქცია რომ დაინახეს, გადაწყვიტეს ოპოზიციას დააბრალონ და შედეგად სიძულვილით გაჟღენთილი კობახიძის გამაოგნებელი ბრიფინგი, ბედნიერი, ხალისიანი სიცილით რომ გამოგვიცხადა : - "მოვშალეთ ძალადობის კერა"-ო . ადამიანო, ქვეყნის მეთაური თუ გქვია, ღამეები არ უნდა გეძინოს შეწუხებულს, ამდენ უღმერთოდ ნაცემ სამშობლოს ერთგულ მომიტინგეს რომ ხედავ დასისხლიანებულს.
ვინმემ გამაგებინოს რა უხარია? თავად გამოიწვია ხალხის გამწარება. ვის აბრალებს. ერთადერთი დამნაშავე ის და მისი პარტიაა, ქვეყანას ევროპულ მომავალს რომ უკეტავს.
ამ არანორმალურმა სადისტმა უნდა მართოს ქვეყანა? - ოცნების მხარდამჭერებო, თქვენ გეკითხებით,” - წერს ნანა ალექსანდრია