შევხვდი სალომე ზურაბიშვილს და გამოვხატე სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის ღირსეული მომავლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მიზანი შავი ზღვის სტრატეგიული კონტროლია.
„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარიზში. მე გამოვხატე სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი, რომელიც იბრძვის თავისი ღირსეული მომავლისთვის; ხაზი გავუსვი, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის მთავრობის მიერ პუტინისთვის ქვეყნის ჩაბარების თავიდან აცილება არსებითია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის.
რუსეთისთვის საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება – ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს, რაც არის რუსეთის სტრატეგიული მიზანი, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის რეგიონსა და მთელ ევროპაში. მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა კოორდინირებას მოახდენს პარტნიორებთან არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემური რეაგირება და მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი უფლების დასაცავად – იცხოვრონ თავისუფლად და დამოუკიდებლად“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.