საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიმავალი ქალის ავარიაში დაღუპვას ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილი ოჯახისა და საქართველოს მწუხარებას იზიარებს.
"ოჯახის მწუხარებას და სრულიად საქართველოს მწუხარებას ვიზიარებ. ძალაუფლების აღება ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებასაც და ქვეყნის ტრაგედიამდე არ მიყვანას! გახსოვდეთ ყველას, ვინც დღეს საკუთარ ხალხის ტკივილს და წუხილს არ იზიარებს და კიდევაც დასცინის, რომ დრონი მეფობენ!" - წერს პრეზიდენტი.