რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის უფროსი რიკარდ იოზვიაკი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ევროკომისიის ანგარიშის შესახებ X-ზე წერს.
იოზვიაკის თანახმად, ევროკომისიის ანგარიში “ქართულ ოცნებას” უვიზო რეჟიმის შეჩერების თავიდან ასარიდებლად კომისის რეკომენდაციების დამაკმაყოფილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ, კერძოდ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისკენ, მოუწოდებს.
"ევროპული კომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციაზე: "შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების თავიდან ასარიდებლად, საქართველომ დამატებითი მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა კომისიის რეკომენდაციები დააკმაყოფილოს, კერძოდ, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში". სხვებს დადებითი ანგარიშები აქვთ". - წერს იოზვიაკი.