არტურ კონან დოილის მემკვიდრეებმა შეარჩიეს მწერალი, რომელიც შერლოკ ჰოლმსის შესახებ მორიგ რომანს დაწერს. წიგნი გაყიდვაში სექტემბრიდან უნდა გამოვიდეს. ეს მისია მწერალსა და სცენარისტ ენტონი გოროვიცს დაეკისრა.
ენტონი გოროვიცი ცნობილია დეტექტიური წიგნების სერიებით. მთლიანობაში, მას 40 რომანი აქვს დაწერილი.
გოროვიცი აღნიშნავს, რომ შერლოკ ჰოლმსის ისტორიებზე შეყვარებულია და ახალგაზრდობიდან მოყოლებული, იგი ბევრჯერ წაუკითხავს. თუმცა მისთვის ამ დავალების შესრულება იოლი არაა.
"უბრალოდ, არ შემიძლია ამ შესაძლებლობას წინააღმდეგობა გავუწიო. იოლი არაა, ასეთი საკულტო პიროვნების შესახებ ახალი თავგადასავლების გამოგონება. ჩემი სურვილია, თანამედროვე აუდიტორიისთვის პირველი კლასის დექტექტივი გავაკეთო, ამასთან, ორიგინალის სული შევინარჩუნო", _ აღნიშნა გოროვიცმა.
შერლოკ ჰოლმსის შესახებ დღეისთვის არსებული ე. წ. "კანონიკური" ბიბლიოგრაფია ოთხ რომანსა და 56 მოთხრობას მოიცავს. თუმცა ამ სახელგანთქმული პიროვნების შესახებ გაცილებით მეტი ისტორიაა ცნობილი.
არტურ კონან დოილის მიერ შერლოკ ჰოლმსის ისტორიის დაწერამდე ბევრად ადრე ჰოლმსის ისტორიები უკვე ცნობილი იყო. დღემდე მიმდინარეობს დავა იმის შესახებ, უნდა განავრცონ თუ არა შერლოკ ჰოლმსთან დაკავშირებული თავგადასავლები. კონან დოილის შთამომავლები უკვე არაერთგზის დასთანხმდნენ ცნობილი გამომძიებლის _ შერლოკ ჰოლმსის სახელის გამოყენებას.