ქართული წამომავლობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„შემშფოთებული ვარ საქართველოს გამო. დარწმუნებული არ ვარ, რომ იქ ყველას ესმის: ახლა წყდება საკითხი არა ევროინტეგრაციის, არამედ იმაზე, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად, მეორე ლუკაშენკას ბელარუსად“, - წერს აკუნინი.