29 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია და ძალოვანი უწყებების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტეს. მათ ხელში ეჭირათ სპეცრაზმის მიერ ნაცემი ჟურნალისტის ფოტოები.
რესპუბლიკის მოედნიდან ჟურნალისტები აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტისკენ, სადაც დღესაც, 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
28-29 ნოემბრის ღამეს, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და და სხვა მედიის წარმომადგენლები