ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ კოალიციამ „ცვლილებისთვის“ ცესკო-ს სიების ჩახსნის თხოვნით მიმართა
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ცესკო-ს მიმართეს თხოვნით, რომ მათი საარჩევნო სია ჩაიხსნას.
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მისი კოალიციის წევრები არ აპირებენ პარლამენტთან რაიმე კავშირი ჰქონდეთ.
„კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკო-ში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმართავს ცესკო-ს, რომ ჩვენ ვხსნით სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ შეადგამს ჩვენგან ამ პარლამენტში“, – განაცხადა ხოშტარიამ.