მე პირადად უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ, და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან განაცხადა
„მე პირადად უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ, და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველდგვარი კავშირი, მე არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე იმისთვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება.
დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც ამას გააკეთებენ, უბრალოდ, მე ახლა აქ ვარ და აქედან მოგმართავთ პირდაპირ თქვენ - ეს განცხადება უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით და დაუყოვნებლივ, ხვალვე მოვითხოვ შეწყდეს ჩემი მათთან კონტაქტი, არაფერი მე მათთან არ მაკავშირებს, არანაირი მანდატი, არანაირი პარლამენტი არ არსებობს, არსებობს ეს თვითმარქვია ორგანო და არსებობთ თქვენ, ძალაუფლება თქვენშია და არა მათში“, - განაცხადა ვაშაძემ.