The Independent წერს, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელს მოაწერს განკარგულებას, რომლის თანახმად, ტრანსგენდერი ჯარისკაცები ჯარიდან გათავისუფლდებიან.
გამოცემის ცნობით, ტრამპი ასეთ განკარგულებას 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ გამოსცემს.
ამით ის ტრანსგენდერებს რეალურად აუკრძალავს სამხედრო სამსახურს, შემდეგ კი სამედიცინო მიზეზების გამო გაათავისუფლებს სამსახურიდან.
გაზეთი იხსენებს, რომ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპმა უკვე აკრძალა ტრანსგენდერების სამხედრო სამსახური, თუმცა მაშინ მისი გადაწყვეტილება ითვალისწინებდა, რომ უკვე მომსახურე ტრანსგენდერები შეინარჩუნებდნენ თავიანთ პოზიციებს შეიარაღებულ ძალებში. ჯო ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
საერთო ჯამში ამერიკულ ჯარში 15 ათასი ტრანსგენდერი მსახურობს; ზოგიერთი მათგანი მაღალი რანგის ოფიცერია.