რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მოულოდნელად დამოუკიდებელი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს, რომელიც მანამდე ულტრამემარჯვენე ალიანსის „რუმინელთა ერთიანობის“ წევრი იყო.
რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 99,65%. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილს იკავებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი „სოციალ-დემოკრატი“ მარსელ ჩიოლაკუა.
ამ დროის მონაცემებით, ჯორჯესკუმ ამომრჩევლების ხმების 22,86% მიიღო, მარსელ ჩიოლაკუმ კი – 19,22%. ამასთან, მესამე ადგილზეა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19,13% მიიღო და მეოთხე ადგილზეა ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯ სიმონი, ხმების 13,87%-ით.
პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ვერცერთმა შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა და 8 დეკემბერს გაიმართება.