თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შეხვდება და უკრაინაში რუსეთის ომს განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ს ერთ-ერთმა თურქმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
თურქეთი, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია, აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სამხედრო დახმარებას უწევს კიევს.
მაგრამ ამავე დროს, თურქეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელთანაც მას აქვს მნიშვნელოვანი თავდაცვის, ენერგეტიკისა და ტურისტული კავშირები.
წყაროსთქმით, მოლაპარაკებების დროს ერდოღანი და რუტე ასევე განიხილავენ ნატო-ს მოკავშირეებსა და სამხედრო ალიანსის ერთობლივ ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ თავდაცვის შესყიდვებისთვის დაბრკოლებების მოხსნის საკითხს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ერდოღანის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საომარი მოქმედებების გაყინვას მხარეთა ამჟამინდელ პოზიციებზე, ასევე, პუტინსთვის დათმობის მიზნით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განხილვის გადადებას სულ მცირე 10 წლით.