იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან მომხდარი სროლის შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. იუწყება Reuters
გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიციამ მოკლა თავდამსხმელი, რომელმაც ესროლა პოლიციის პატრულს იორდანიის დედაქალაქ ამანის რაბიას რაიონში. საქმეზე გამოძიება მიმდინაროებს.
თვითმხილველების თქმით, სროლის შემდეგ იორდანიის პოლიციამ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც მკაცრი უსაფრთხოების ქვეშ იმყოფება, ალყა შემოარტყა.
პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები რაბიას რაიონში, სადაც საელჩოა განთავსებული, სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ.