ზაპოროჟიესა და ოლქზე რუსული ავიაიერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ერთი დაშავდა. დაშავებული11 წლის ბიჭია. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი Telegram-ზე წერს.
„ზაპოროჟიეს რაიონში მტრის საჰაერო თავდასხმის შედეგად 55 წლის კაცი დაიღუპა, ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად კი 11 წლის ბიჭი დაშავდა“, - წერს ფიოდოროვი.
ფიოდოროვის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 15 საჰაერო დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეს, ტავრიჩესკის, სტეფნოგორსკის, ლუკიანოვსკის, მალაია ტოკმაჩკასა და ნოვოპავლოვკაზე.