სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა შინ ვონ სიკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას საზენიტო რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა უკრაინასთან ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გაგზავნის სანაცვლოდ. იუწყება Reuters
”ჩრდილოეთმა კორეამ მიიღო შესაბამისი აღჭურვილობა და საზენიტო რაკეტები სუსტი საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად”, - თქვა მან.
შინ ვონ სიკმა ასევე აღნიშნა, რომ ფხენიანი სავარაუდოდ მიიღებს სამხედრო ტექნოლოგიას მოსკოვიდან მისი სატელიტური პროგრამის მხარდასაჭერად.
უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების მონაცემებით, კურსკის რეგიონში 10 ათასზე მეტი ჩრდიოლოკორეელი სამხედრო მოსამსახურეა.
მოსკოვმა და ფხენიანმა პირდაპირ არ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორელი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ საომარ მომქედებებში, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვს „არასოდეს ეპარებოდა ეჭვი“, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა „სერიოზულად ეკიდება“ რუსეთთან შეთანხმებებს.
ამასთან, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ იონ ჰენმა აღნიშნა, რომ რუსეთში სამხედროების გაგზავნის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას „დიდი ალბათობით“ შეუძლია მოითხოვოს ტექნოლოგია, მაგალითად, „ატომური და ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების სფეროში“.