უკრაინული მედიის ცნობით, 20 ნოემბერს უკრაინამ რუსეთში კურსკის ოლქზე ბრიტანული და ფრანგული Storm Shadow-ით და Scalp-ით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა 18, ხოლო დაშავდა 33 ადამიანი.
უკრაინული მედიის ცნობით, მათი უმეტესობა რუსი ოფიცერი და ჯარისკაცია. დაშავებულთა შორის ასევე არიან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ვიდეოკადრები, რომლებიც გადაღებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული სანატორიუმის შენობის გვერდით.
რუსი ბლოგერის „დოსიე შპიონას“ ინფორმაციით, სარეკეტო იერიშის დროს სამეთაურო პუნქტში ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სოლოდჩუკი იმყოფებოდა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა უმეტესობა რუსეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ოფიცერია. დაშვებულთა შორის არის ასევე 88-ე საინჟინრო ლეგიონის 13 სამხედრო და ამავე პოლკის შტაბის უფროსის მოადგილე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის სამიზნე იყო მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი.