„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ევროპელ პარტნიორებს აინტერესებთ, საქართველოში ვის ესაუბრონ, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას.
„გულწრფელები რომ ვიყოთ, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა და ჩემი აზრით, ეს საქართველოს მოქალაქისთვისაც ერთგვარი დამაბრკოლებელია, ასევე, ღიად უნდა გითხრათ, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც. ისინი მე მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ჩვენ რომ ჩავდიოდით, ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა – ეს იყო იუშენკო და ეს იყო ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას “, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში.